რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან და შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელ პირებთან ერთად, სოფელ ლაგვანთაში მდინარე საკაურაზე, 2020 წლის 28-29 ივლისის სტიქიის შედეგად   დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99“ ასრულებს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით  საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 387 551 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content