ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

16.01.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა ღარის, ცხმორის და წედისის თემში.
ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
წედისის თემში სოფელ სხანარსა და წედისში მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყლის რეაბილიტაცია დაასახელა, ხოლო სოფელ ქვედრულაში, ქვედსა და ირში სპორტული მოედნის მოწყობა.
ღარის თემში სოფელ წმენდაურში მოსახლეობამ სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა ,ხოლო სოფელ ღარში სასმელი წყლის რეაბილიტაცია.
ცხმორის თემში პრიორიტეტულ პროექტებად შეირჩა: სოფელ ღუნდაში გზის რეაბილიტაცია, ცხმორში გარე განათების მონტაჟი, ხოლო ფსორსა და ბაჯიხევში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასახელდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტში, შპს „ეიჯი ნოწარულა ჰაიდროს“ მდინარე ნოწარულაზე 5.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ნოწარულა 2“ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ

ქალაქ ონში ყოფილი საჭიდაო დარბაზის ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია, 24 ნოემბერს 18:00 საათზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს