2
30.12.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში სიმბოლური საახალწლო საჩუქრების დარიგება გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმი სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის წარმომადგენელმა ქ.ონში, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
საახალწლო საჩუქრების დარიგება 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.