ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს

17.12.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქ ონის ქუჩებში ილუმინაციები დამონტაჟდა. ქალაქის შემოსასვლელში არსებული გადმოსახედი, დემეტრე II და დავით აღმაშენებლის მოედანი, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი, მოედნის, ვახტანგ VI და სააკაძის ქუჩაზე არსებული სკვერები საახალწლო განათებებით და დეკორაციებით ირთვება.
მომდევნო დღეებში საახალწლო განათებების მონტაჟი კვლავ გაგრძელდება და დავით აღმაშენებლის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაგვირგვინდება.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო