ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

07.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი და ონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო დემარკაციის მნიშვნელობას დაცული ტერიტორიების სწორად დაგეგმვასა და მდგრად განვითარებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.
მიმდინარე ეტაპზე, რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოები საკაოს თემის სოფლების მიმდებარედ ხორციელდება; დემარკაციის დროს მოხდება დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტება, საზღვრებიდან გაიმიჯნება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მოქმედი საკულტო ნაგებობები და სხვა დაცული ტერიტორიისთვის არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტები.
აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ტარდება ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ.
მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ონის მუნიციპალიტეტში, დაცული ტერიტორიების მოსაზღვრე თემების წარმომადგენლებთან.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა