ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

05.09.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ხელმძღვანელმა პირებმა, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს არსებული ხარვეზების დროულად მოგვარებასთან დაკავშირებით, გარკვეული დავალებები მისცეს და ყურადღება გაამახვილეს პროექტით გათვალისწინებულ ვადებსა და შესრულების ხარისხზე.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლების საჭიროებებზე მორგებულ ინფრასტრუქტურული პროექტებზე გამოვლენილ ხარვეზებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და საზედამხევდველო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს