ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

05.11.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ხელმძღვანელმა პირებმა შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს არსებული ხარვეზების დროულად მოგვარებასთან დაკავშირებით, გარკვეული დავალებები მისცეს და ყურადღება გაამახვილეს პროექტით გათვალისწინებულ ვადებსა და შესრულების ხარისხზე.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებზე გამოვლენილ ხარვეზებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და საზედამხევდველო ორგანიზაციის წარმომადგენლები

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო