21.05.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს.
21 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის წარმომადგენელთან ქალაქ ონში, ალექსანდრე ჯაფარიძესთან და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან, თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იმყოფებოდა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და სოფელში არსებულ მდგომარეობაზე მიიღო ინფორმაცია.
1. სოფელ სორში – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს „ ჰიდროტექნოლოგიური ცენტრი“.
ჯამური ღირებულება – 105584 ლარი.
დაფინანსების წყარო – სახელმწიფო 100% ( რეგ ფონდი), 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.
2. სოფელ ბარში (ქვემო ბარი) – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს „ ჰიდროტექნოლოგიური ცენტრი“.
ჯამური ღირებულება – 234662 ლარი.
დაფინანსების წყარო – 95% სახელმწიფო ( რეგ ფონდი), 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. სოფელ მრავალძალში – გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ ზურაბ სხირტლაძე.
ჯამური ღირებულება – 10 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.