20
14. 10.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ გლოლაში, საჯარო სკოლის დაზიანებულ ოთახებში (პირველი სართული) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს “რა.ჯ. კაპიტალი” ახორციელებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
სოფელი გლოლა.
ღირებულება : 43819,54 ლარი.
დაფინანსების წყარო: 100% სახელმწიფო ბიუჯეტი
შემსრულებელი : შპს “რა.ჯ. კაპიტალი