ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

14.05.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქვეყანაში და ონის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს 14 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, წარმომადგენლები ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, ასევე ა(ა)იპ საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ სარეაბილიტაციო – სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს შპს „ იერი“ ახორციელებს, ხოლო ა(ა)იპ საბავშვო ბაღში ამხანაგობა ,,დელტამშენი’.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content