19.07.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ კომანდელში, ხირხონისში, ქორთასა და ქრისტესში იმყოფებოდა , ადგილზე გაეცნი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
1, სოფელი კომანდელი – გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ პ.იაშვილი
ჯამური ღირებულება -15 000ლარი.10 000 ლარი (სახელმწიფო) 5000 ლარი (ადგილობრივი ბიუჯეტი}
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა .
2 , სოფელი ხირხონისი – გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს სამშენებლო სამმართველო სევერო-ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში
ჯამური ღირებულება – 89 680 ლარი.
დაფინანსების წყარო – (სახელმწიფო) 100%.
3. სოფლები ქორთა და ქრისტესი – გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ პ. იაშვილი
ჯამური ღირებულება -20 000ლარი.
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
4. სოფლები ხირხონისი, ქორთა , სხიერი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია,
.შემსრულებელი – ი/მ ტ,ჩიხრაძე
ჯამური ღირებულება -17956,06ლარი.
დაფინანსების წყარო – ადგილობრივი ბიუჯეტი 100% .
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.