0
11.08.2026წ.
15 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართება.
ფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან ანსამბლი „ქართული ხმები“ და კვარტეტი „უნისონი“.
ფესტივალის მონაწილეები:
ონის მუნიციპალიტეტის ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლა ანსამბლი ,,კესანე“;
ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლი – ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრე, საესტრადო წრე და ხალხური ინსტრუმენტების შემსწავლელი წრე;
ონის მუნიციპალიტეტის ლიდა გონგაძის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის
ფანდურის წრის აღსაზრდელები;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის „დავით და ლექსო თორაძეების სახელობის ხელოვნების სკოლა“ ;
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მრავალძალი“;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი;
ცაგერის მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი;
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი;
ონის მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი.
ღონისძიება დაიწყება 17:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.
