ონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

18.02.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება!
კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება, ამჯერად ვაქცინაცია წედისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვედში ჩატარდა. ამჯერად აიცრა 10 ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელთაგან პირველადი აცრა ჩაიტარა ოთხმა მოქალაქემ, ხოლო “ბუსტერ” დოზით აიცრა 6 პირი. იმუნიზაციის პროცესი ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრაფიკის მიხედვით მომავალშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წამახალისებელი პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრებიან, ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, ხოლო “ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში – 100 ლარიან დანამატს მიიღებენ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა