ონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდებ

28.02.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
ამ დროისთვის გაწმენდილია მუნიციპალიტეტის საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, მიმდინარე სამუშაოები გრძელდება ბარი-მრავალძალის, შქმერის და გომის მიმართულებით.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, თოვლწმენდის სამუშაოები გაგრძელდება ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალურ გზებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა