ონის მუნიციპალიტეტში დილიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები

21.02.2023.

ონის მუნიციპალიტეტში დილიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
უამინდობამ მოძრაობის შეფერხება, ხეების წაქცევა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში. შეზღუდვები ვრცელდება მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლის აღმოსაფხვრელად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან იწმინდება ქალაქის შიდა გზები. ასევე აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზები და პრობლემური ადგილები.
მოსახლეობას ვთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 577 99 85 82; 551 093 957

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლინდა გონგაძის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიერ დადგმულ საბავშო სპეკტაკლს “ ფიფქია და შვიდი ჯუჯა” დაესწრო

დავით ლობჟანიძემ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა