ონის მუნიციპალიტეტი ჩართულია „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება „-ის პროექტში , რომელიც მიმდინარეობს „საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „ დაკვეთით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ,რომლის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“.

07.04.2021წ.

პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში.
ონის მუნიციპალიტეტში დინსტანციურად განხორციელდა მოკვლევის ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები,რომელიც უზრუნველყოფს საქმისწარმოების პროცესების ოპტიმიზაციას ,რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და განვითარებას ელექტრონული მმართველობის მიმართულებით.
ა(ა)იპ „ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბიზნეს ანალიტიკოსმა : ზაზა ჭელიძემ , მუნიციპალიეტის მერის მოადგილეს და სამსახურების უფროსებს გააცნო პროექტის მიზნები,ამოცანები და დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები. მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში დაგეგმილია პროექტის დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელება, კერძოდ,მუნიციპალიტეტში მუნიციპალუტი სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული სისტემის შესწავლა და რეალურ რეჟიმში გაშვება .სწავლება ითვალისწინებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო