ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

07.04.2021წ.

7 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
თათბირს ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონის მუნიციპალიტეტში.
მერმა წარმომადგენლებისგან მოსმინა ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული , მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე. ისაუბრეს სოფლებში ტრანსპორტირების, გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების , მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს