ონის მუნიციპალიტეტი გუშინ ღამით სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა

29.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტი გუშინ ღამით სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.
ძლიერი წვიმის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ადიდებულმა რიონმა ხიდები წაიღო, დაზიანებულია საავტომობილო გზაც. რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
სტიქიის ადგილზე უკვე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.
ისინი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნენ სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები და განხორციელდეს შესაბამისი ქმედებები მოსახლეობის დასახმარებლად.

 რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, სოფელ გლოლაშიც იმყოფებოდა, რომელიც გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მან მედიკამენტები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები დაზარალებულებს პირადად გადასცა და გვერდში დგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა