ონის მუნიციპალიტეტის შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა ვეტერანი მოჭიდავის, ისრაელისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სპორტის ოსტატის იაშა ხახიაშვილის სახელობის სამხარეო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

21.08.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა ვეტერანი მოჭიდავის, ისრაელისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სპორტის ოსტატის იაშა ხახიაშვილის სახელობის სამხარეო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
ტურნირს ესწრებოდნენ იაშა ხახიაშვილის ოჯახის წევრები ისრაელიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაჯილდოვდნენ:
I ადგილი
მარკოიშვილი მარკოზი (26კგ)
ლობჯანიძე საბა (32 კგ)
გვიმრაძე ნიკოლოზი ( 35 კგ)
გავაშელი გრიგოლი ( 48 კგ)
ბუგიანიშვილი გიორგი (65კგ)
ჩალაძე ტატო ( 80 კგ)
II ადგილი
ჯაფარიძე ლაზარე (32 კგ)
ლობჯანიძე თომა (44 კგ)
ლობჯანიძე ანდრია (48 კგ)
ჩიკვილაძე იური (53 კგ)
ჩიკვილაძე გიორგი ( 80 კგ)
III ადგილი
ბოხაშვილი გურამი ( 80 კგ)
გობეჯიშვილი გიორგი ( 80 კგ).
ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს ონის, მეორე ამბროლაურის, ხოლო მესამე ადგილი ცაგერის საჭიდაო სკოლის მოსწავლეებმა.
იაშა ხახიაშვილის სახელობის პრიზი გადაეცა ტატო ჩალაძეს.
შეხვედრის დასასრულს ვეტერანმა სპორტსმენმა წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს. მადლიერება გამოხატა მშობლიურ ონში თბილი და მეგობრული დახვედრისთვის.
„სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჭიდაობის განვითარებადა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია” – განაცხადა ააიპ ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის დირექტორმა ტარიელ ბერელიძემ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა