ონის მუნიციპალიტეტის ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მე-2 და მე-3 ეტაპის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

22.05.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მე-2 და მე-3 ეტაპის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის 2590 მეტრი მონაკვეთი, მილების, სანიაღვრე არხების და გადამღვრელების გათვალისწინებით.
სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება კი, ივლისის თვეში იგეგმება.
მიმდინარე სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგელიძემ ადგილობრივი ხელოსუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა