ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში დედის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა – გაყიდვა გაიმართა

04.03.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში დედის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა – გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ სხადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები.
ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ირმა ჩიხრაძე და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატი – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ელენე მაისურაძე დაესწრნენ.
გამოფენის მონაწილეებს ხელმძღვანელმა პირებმა დედის და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს შემოქმედებით საქმიანობაში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა