ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

09.10.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში გაკეთდა მისასვლელი და შიდა საუბნო გზა, საყრდენი კედლები, მდინარეზე საფეხმავლო გადასასვლელები და სანიღვრე არხები. მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად გაეცნო სამუშაოებს.
აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 453 496 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ცოტნე” ასრულებს.
მონიტორინგის პარალელურად, სერგი ხიდეშელი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რაც დროულ რეაგირებას საჭიროებს.
“სოფლის საჭიროების გათვალისწინებით და მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მოსახლეობას სოფელში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში”- განაცხადა მერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ