ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (I ეტაპი) იწყება

27.02.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (I ეტაპი) იწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, სოფელ გომში იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, რომელიც მერის წარმომადგენელ – დავით მეტრეველთან ერთად გაეცნო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ცოტნე“ შეასრულებს. რეაბილიტაცია პირველ ეტაპზე ჩაუტარდება სოფელ გომის საავტომობილო გზის დაახლოებით 500 მ. სიგრძის მონაკვეთს. პროექტის ფარგლებში იგეგმება, მიწის ვაკისის მოსწორების-დაპროფილების, სანიაღვრე არხებისა და ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 335 029 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2024 წლის სექტემბრის ბოლომდე იგეგმება.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და საჭირო ღონისძიებები ეტაპობრივად სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც იგეგმება.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო