ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

20.02.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის წარმომადგენელი ონში, მერის წარმომადგენელი პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს წარმომადგენელი.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:
სოფელი ონჭევი – გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა,წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
სოფელი ჟაშქვა – სკვერის კეთილმოწყობა.
სოფელი პიპილეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გზის რეაბილიტაცია.
სოფელი სორგითი – გზის რეაბილიტაცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების წერტილების დამატება.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.
ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები 9 თებერვალს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. დაგეგმილი შეხვედრები 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

Related posts

რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება

დღეს, 29 მაისს, ქართველ მსახიობს, რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს, გიგა ჯაფარიძეს დაბადებიდან 102 წელი შეუსრულდებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო