ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაგვანთაში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

სამუშაო პროცესი ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.

პროექტი ითვალისწინებს გოფრირებული პლასტმასის მონტაჟს, ქვიშის საფენის, ფასონური ნაწილების და 5000 ლიტრის მოცულობის სეპტიკის მოწყობას. ასევე, მრგვალი ანაკრები ჭების მონტაჟს კედლის დახვრეტით მილების დაერთების მიზნით.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 133 424 ლარს შეადგენს, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ქუთაისწყალმშენი“ ასრულებს.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს