ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ბოყოსწყლის ადიდება გამოიწვია

03.09.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ბოყოსწყლის ადიდება გამოიწვია.
მოდიდებულმა მდინარე ბოყოსწყალმა სრულიად გაანადგურა მშენებარე საფეხმავლო ხიდი, რომელიც სოფლის სასაფლაომდე დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება იყო, ასევე სტიქიამ დააზიანა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.
დილიდანვე სტიქიის ადგილზე იმყოფება ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, სერგო ხიდეშელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტიქიით მიყენებულ ზარალს ეცნობა.
სერგო ხიდეშელის განცხადებით, ამინდის დასტაბილურებისთანავე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ გლოლაში აქტიურად დაიწყება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ყველა პრობლემა დროულად აღმოიფხვრება

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო