ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში კოორდინირებული სამხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერიას, Egis International -ის, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებს შორის

by magda

25.06.2021წ.

25 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში კოორდინირებული სამხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერიას, Egis International -ის, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გძელიშვილი.
შეხვედრის მიზანს საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო (კვაშხიეთი- ზუდალი) გზის მონაკვეთზე წარმოქმნილი პრობლემების დაძლევად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და დაგეგმილი სამუშაოების გაგრძელება წარმოადგენდა.
შეთანხმება შედგა. ამჟამად სამუშაოები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content