ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო  სკოლაში ღონისძიება ბოლო ზარი გაიმართა

by magda

19.05.2023წ.

19 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო  სკოლაში ღონისძიება ბოლო ზარი გაიმართა. მოსწავლეებმა ეს მნიშვნელოვანი დღე ლამაზ დღესასწაულად გადააქციეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე- ბაჩანა მარკოიშვილი.
რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს. ახალგაზრდებს მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, წარმატებული და ბედნიერი მომავალი, პროფესიული ზრდა-განვითარება, იმედი, სიყვარული და გონიერება უსურვეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content