5
01/07/2026
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — უწერის, ნიგავზების და ნაკიეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებისთვის, ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი და პროგრამით სარგებლობის პირობები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინეს არსებული საჭიროებები, განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
