0
18.10.2025წ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,ბაჩანა მარკოიშვილი, მერ დავით ლობჟანიძესთან ერთად, საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარეობას გაეცნო.
ხელმძღვანელმა პირებმა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სამუშაოების მიმდინარეობისა და პროექტის დასრულების ვადებთან დაკავშირებით.
გარდამავალი პროექტის ფარგლებში, რომლის მე-4 ეტაპი ხორციელდება, უკვე მოწყობილია 8-კილომეტრიანი საგზაო ინფრასტრუქტურა.
პროექტი ფინანსდება, როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი სრული ღირებულება შეადგენს 4 600 000 ლარს.
