ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბაჩანა მარკოიშვილმა, მურმან ლებანიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამოჩენილი მწერლის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

14.10.2025წ

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბაჩანა მარკოიშვილმა, მურმან ლებანიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამოჩენილი მწერლის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
მურმან ლებანიძე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქვეყნის კულტურულ ისტორიაში და დღესაც შთაგონების წყაროდ რჩება მრავალ თაობისთვის.
„მურმან ლებანიძე გამოირჩეოდა თავისი კუთხისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ერთგულებით, რაც მის შემოქმედებაში ნათლად იკითხება. მისი ნაშრომები მომავალ თაობებს რჩება ეროვნული თვითშეგნების, ღირსებისა და სამშობლოსადმი სიყვარულის მაგალითად“ ,-
აღნიშნა ბაჩანა მარკოიშვილმა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.