ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, ფეხბურთში რეგიონულურ ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო

24.07.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, ფეხბურთში რეგიონულურ ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო.
მატჩი კამპანიის – „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, საუნივერსიტეტო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებული „ღარის“ გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში „ცაგერის“ გუნდი დაამარცხა. ტურნირში, რომელიც ქალაქ ამბროლაურის მასტერლიგის ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე გაიმართა, 4 – მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონატი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისებას სპორტის მეშვეობით!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა