29
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საკანალიზაციო სისტემის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები, ასევე სოფლის პრიორიტეტული საკითხები : სანიაღვრე არხის მოწყობა, ქალაქ ონთან დამაკავშირებელი საფეხმავლო გზის მოწესრიგება და ამავე გზაზე გარე განათების ქსელზე განათების წერტილების დამატება.