ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

by magda
24.03.2022 წ

მიმდინარე წლის 24 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს

თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. „ონის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
2. „ ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ“
3. „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ.
4. ევროკავშირის პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“, ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ბიზნეს კლასტერების შექმნის და ინვესტიციების მოზიდვის გზით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით თანხმობის გაცემის შესახებ.
5. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
6. „ონის უნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. ,,ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
9. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის- იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
10. . „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
11. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულისადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
12. „ონის მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მარტის N5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
13. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში დასახლებების მიხედვით განსახორციელებელი პროექტების მოწონების შესახებ.
14.ა) ქ. ონის ტერიტორიაზე განთავსებული უსახური და ავარიული შენობა ნაგებობების მდგომარეობის შესახებ.
ბ) გარე ვაჭრობისა და ბაზრობის სწორი რეგულირების წესების შესახებ
15. ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content