ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ

11.05.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ ქვეყანაში და ონის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 12 მაისს, ოთხშაბათს, ონის ყოველკვირეული აგრარული ბაზარი არ იფუნქციონირებს.
მომავალში განვითარებული მოვლენების და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად გაცნობებთ ონის მუნიციპალიტეტის მერიის facebook-გვერდის საშუალებით.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით , დავიცვათ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, დავიცვათ სოციალური დისტანცია და სათანადო წესები.
გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვათა ჯანმრთელობას!
გისურვებთ მშვიდობიან, ჯანმრთელ და ბედნიერ მომავალს !

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს