ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება

13.08.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 430 700 ლარი გამოიყო.
მაღალი გამავლობის (4×4) ნაგავმზიდები 10 კბ.მ ტევადობისაა და ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამ ეტაპზე ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 1 ნაგავმზიდი ემსახურება. ახალი მანქანის დამატების შემდეგ, ადმინისტრაციული ერთეულებიდან მყარი ნარჩენების გატანა დროულად განხორციელდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობედება მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს 50- მდე ერთეული სანაგვე ურნა შეიძინა, რომელიც ქალაქ ონში და ადმინისტრაციულ ერთეულებში  განთავსდება .

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს