ონის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

4.10.2019წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2016 წელს და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში (საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი). პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურად გაძლიერება, რაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებს ეხმარება, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტიანი ცვლილებები რეგიონში. “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს.
ონის მერიას აქვს მოლოდინი, რომ კოორდინირებული მუშაობით არაერთი სიკეთის განხორციელება იქნება შესაძლებელი, ეს იქნება გრძელვადიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნა, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება მიმართული. აღნიშნულ ინიციატივაში გაწევრიანება ქმნის ახალ შესაძლებლობებს ონის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდისა და დონორებისგან დამატებითი მხარდაჭერის მოპოვებისთვის.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო