10.11.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, ავთანდილ მაისურაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოვა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ტურნირი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონის, ევროპის თასის მფლობელის და VIII სპარტაკიადის ჩემპიონის, ავთანდილ მაისურაძის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი .
შეჯიბრება ონის მუნიციპალიტეტის მერიის და ონის საჭიდაო სკოლის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა. საერთაშორისო ტურნირში საქართველოს 21 რეგიონის 250 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრებას კვალიფიციური მსაჯთა გუნდი ხელმძღვანელობდა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები ონელმა სპორტსმენებმა დაიკავეს:
.ბუბა ქურასბედიანი – I ადგილი (39 კგ);
.გიორგი ივანაძე – II ადგილი (65 კგ);
.დავით ქებაძე – II ადგილი (68კგ);
.ზურა ჩუხრაძე – III ადგილი (26 კგ);
.დემეტრე ნარიძე – III ადგილი (26 კგ);
.გაბრიელ ჩიხრაძე – III ადგილი (39 კგ);
.ლაზარე ჯაფარიძე – III ადგილი (41 კგ);
.სანდრო ირემაძე – III ადგილი (52 კგ);
.გიორგი კერესელიძე – III ადგილი (58 კგ);
.გრიგოლ გავაშელიშვილი – III ადგილი (75 კგ);
ღონისძიების დასასრულს დავით ლობჟანიძემ მადლობა გადაუხადა ტურნირის მონაწილეებს, მწვრთნელებსა და ორგანიზატორებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს კი მომავალ ასპარეზობებში წარმატები უსურვა