6
30.05.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში მცხოვრები 90 წლის ქალბატონი თამარ გაგნიძე -მაისურაძე მოინახულა და დაბადების დღე მიულოცა.
თამარ გაგნიძე – მაისურაძე ათეული წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ონის მუნიციპალიტეტს, მუშაობდა ონის რაიონის №10 სამკერვალო ფაბრიკაში და იყო მუდამ მოწინავე თანამშრომელი.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
“ უფროსი თაობის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, შრომა და გამოცდილება სამაგალითოა. თითოეული მათგანი პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს და ამიტომაა მნიშვნელოვანი, მუდამ გრძნობდნენ ყურადღებას ჩვენგან”- აღნიშნა ირმა ჩიხრაძემ
