ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

24.04.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში განახლდა შენობის დაზიანებული სახურავი, მოეწყო წყალშემკრები ღარები და შეიცვალა დაზიანებული ჭერი. გარდა ამისა, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 60 000 ლარი შეადგინა. განხორციელებული სამუშაოები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა