ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, მოადგილეებთან ერთად, ვახტანგ VI-ისა და სახელაშვილის დასახლებების მცხოვრებლებს შეხვდა

by magda

13.03.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, მოადგილეებთან ერთად, ვახტანგ VI-ისა და სახელაშვილის დასახლებების მცხოვრებლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივებმა ხელმძღვანელ პირებს თავიანთი საჭიროებები გააცნეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც მათ დასახლებებში აქტუალურია.
დავით ლობჟანიძის განცხადებით, მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაცია და პრობლემების უშუალოდ მათგან მოსმენა მუშაობის ყველაზე ეფექტური ფორმატია. ეს მიდგომა მუნიციპალიტეტს საშუალებას აძლევს, დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება არსებულ საჭიროებებზე.
აღნიშნული შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ელენე მაისურაძე და მერიის შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content