ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში თორნიკე სამხარაძეს და მესამე პრიზიორ ლუკა გუგეშაშვილს შეხვდა

03.02.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში თორნიკე სამხარაძეს და მესამე პრიზიორ ლუკა გუგეშაშვილს შეხვდა.
მერმა წარმატებულ სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა და სპორტის ამ სახეობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
სპორტსმენებს საპრიზო ადგილები ასევე მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ლევან შერაზადიშვილმა და ირმა ჩიხრაძემ, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა პაატა მაისურაძემ და გიორგი მარკოიშვილმა.
„თქვენი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს რეგიონში ძლიერი და ნიჭიერი სპორტსმენები იზრდებიან. მუნიციპალიტეტი მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს სპორტის განვითარებას და ახალგაზრდების წახალისებას. გისურვებთ წინსვლას, ახალ მიზნებს და ბევრ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, თქვენი საუკეთესო შედეგები ჯერ კიდევ წინ არის,“ განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ.
სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები და მადლობის სიგელები გადაეცათ.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა