ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მოადგილე ირმა ჩიხრაძე

02.02.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მოადგილე ირმა ჩიხრაძე.
შეხვედრაზე დავით ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ ლევან შერაზადიშვილს მერის მოადგილის პოზიციაზე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და აღნიშნულ ცოდნასა და პროფესიონალიზმს ონის მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოახმარს. მისი კურირების სფეროებში შედის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურები, ასევე მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილება.
მერის მოადგილეს, ირმა ჩიხრაძეს, 2015 წლიდან ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ხოლო 2020 წლიდან დღემდე იგი რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის დელეგატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. მისი საკურატორო სფეროს, ადმინისტრაციული, ასევე განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურები წარმოადგენს.
ლევან შერაზადიშვილმა და ირმა ჩიხრაძემ მადლობა გადაუხადეს ონის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ლობჟანიძეს, გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნეს, რომ მზად არიან ახალი გამოწვევების მისაღებად და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის

Related posts

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება

მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა

ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ტანმოვარჯიშე ლიზა დვალიძეს, ანა ჭელიძეს და მათ მწვრთნელებს მიღწეული წარმატებებისთვის ფულადი ჯილდოები, დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს