ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

by magda

15.12.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარდამავალი და დაგეგმილი პროექტები. ისაუბრეს სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და ზედამხედველობის სამსახურების აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების სამზადისზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content