ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, სოფელ გომში შიდა სასოფლო გზის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

by magda

09.12.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, სოფელ გომში შიდა სასოფლო გზის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
სოფელ გომში ამ დროისთვის რეაბილიტირდა 1500 მეტრი სიგრძის გზა. პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი და გაკეთდა დამცავი ჯებირები.
პროექტი გარდამავალია და სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება მომავალ წელსაც იგეგმება.
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 735 000 ლარით დაფინანსდა.
პროექტი მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელმა ონში – ირმა ჩიხრაძემ დაათვალიერეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content