1
01.12.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს პატარა ტანმოვარჯიშეებს, ლიზა დვალიძეს და ანა ჭელიძეს, „Level Up 2025“-ის ჩემპიონობას!
მოპოვებული პირველი ადგილი მათი დაუღალავი შრომის, დისციპლინისა და ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია.
მადლობას ვუხდით მწვრთნელებსა და მშობლებს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
მომავალში კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობას, მეტ მოტივაციას და უამრავ ღირსეულ გამარჯვებას ვუსურვებთ!
