ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

07.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან ერთად, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
კომპანიების წარმომადგენლებმა მერს და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.
დავით ლობჟანიძის თქმით, თითოეული პროექტი რეგიონში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს და შესრულების ხარისხზე მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მერიის ზედამხედველობის სამსახური თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში განახორციელებს

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა