ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი სახალხო დამცველის რწმუნებულებს შეხვდა

25.09.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი სახალხო დამცველის რწმუნებულებს მარიამ ბოჭორიშვილს, მარიამ მოსეშვილს და გვანცა შაუთიძეს შეხვდა, რომლებმაც მერიისა და ააიპ ორგანიზაციის თანამშრომლებთან თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრების ფარგლებში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს გააცნეს სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციული მანდატი, ინფორმაცია მიაწოდეს სახალხო დამცველის მექანიზმებზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა

სტუდენტთა საყურადღებოდ

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა