ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი სოფელ ჯინჭვისში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

14.07.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი სოფელ ჯინჭვისში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი განხორციელების აქტიურ ფაზაშია და გულისხმობს გრუნტის დამუშავებას და ფერდდამცავი საყრდენი კედლის მოწყობას მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენით.
სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 077 977 ლარს შეადგენს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა