0
27.05.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში 2025 წელს განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მდგომარეობაზე, ასევე არსებულ გამოწვევებზე და მათი დროულად მოგვარების გზებზე.
განსაკუთრებული ყურადღება 2025 წელს დაგეგმილი სახალხო დღესასწაულის “ონელობა” აღნიშვნასთან დაკავშირებული სამზადისის დაგეგმვის პროცესს დაეთმო.
მერმა პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მოსახლეობის საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისა და მაქსიმალური კოორდინაციისკენ მოუწოდა.